воскресенье, 8 марта 2015 г.

მერვე დღის რეფლექსია

პირველ რიგში, ძალიან დამტანჯა ინტერნეტმაც და კომპიუტერმაც. არა მარტო მე. ისე რომ, რვა მარტიც დამავიწყდა და  საკუთარი თავიც, ანუ თავდავიწყებით ვიმუშავე.შევადგინე ფასილიტაციის კითხვარი და ავტვირთე ბლოგზე.ვისწავლე ფონის  შეცვლა ფასილიტაციის კითხვებითვის.მადლობა ტრენერს ,მაიას, გაძლებისთვის.

воскресенье, 1 марта 2015 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია



დღეს ვიმუშავე ბლოგზე.ვისწავლე დიზაინის შეცვლა.მოსწავლის პრეზენტაციაში  ჩავწერე საავტორო უფლებები.ვიმუშავე, მაგრამ ვაი ამ მუშაობას: მთელი დღე ურთიერთობა მიხდებოდა ენაგადმოგდებული კომპიუტერის კაცთან.ასე რომ არ ყოფილიყო, უკეთესად და ბევრ რამესაც გავაკეთებდი.

воскресенье, 22 февраля 2015 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს გავაკეთე მოსწავლის  პრეზენტაციის ნიმუში და ავტვირთე  დრაივზე. ამდენი ყოველდღე რომ ვიმუშავო, ბოლოსდაბოლოს რაღაცას ვისწავლი. მთავარია მონდომება, მაგრამ ინტერნეტი გვაწამებს.

მოსწავლის პრეზენტაცია


суббота, 21 февраля 2015 г.

პროექტის პრეზენტაცია


მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ბევრი ვიმუშავე.უკეთესად ვიმუშავებდი, ცოტა თანამედროვე ტექნიკა რომ ყოფილიყო.უფრო სწორად, ინტერნეტი ვერ მუშაობდა ისე, როგორც საჭიროა. გავაგრძელე  პრეზენტაციაზე მუშაობა, გავეცანი დრაივში მუშაობას, ბევრი ვიწვალე, მაგრამ თითქოს რაღაც მოვახერხე. 

воскресенье, 15 февраля 2015 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავე  პროექტის გეგმის შექმნაზე,  გადმოვწერე სურათები ბუკლეტისთვის.ბევრი წვალების შედეგად რაღაც მაინც გავაკეთე.კიდევ კარგი მასწავლებელი ვარ, თორემ ვერ მივხვდებოდი როგორ იტანჯება ის, ვინც  ასწავლის.სწორედ ამიტომ დიდი მადლობა მოთმინებისა და  გაძლებისთვის.

суббота, 14 февраля 2015 г.

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლე ბლოგის შექმნა,ვიმუშავე პროექტის შექმნაზე,გავიხსენე ბევრი საჭირო უნარი, ამდენად, კმაყოფილი ვარ დგევანდელი მეცადინეობით.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

თემა: „ვინც იყო, იგი რომ არა...“
ზოგადი კითხვა:  რატომ გვიყვარს სამშობლო?
თემატური კითხვა: თუ იცნობთ ადამიანებს, რომელთა ქმედებამ სასიკეთოდ  შეცვალა ქვეყნის ბედი?
დღეს თუ არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ  გმირები?
რას აკეთებენ ეს ადამიანები?
თქვენ თუ შეგიძლიათ ქვეყნისთვის რამის გაკეთება?
შინაარსობრივი კითხვა: რა  გსმენიათ ცოტნე დადიანის შესახებ?
ვინ შექმნა ქართული ანბანი?
ვის უწოდებენ აღმაშენებელს და რატომ?
კიდევ  რომელ გმირებს დაასახელებთ?